четверг, 13 апреля 2017 г.

პროექტის სახელწოდება; ოთახის რემონტი
პროექტის აქტუალობა;მოსწავლეებს უჭირთ თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება
პროექტის მიზანი; გუნდური მუშაობის და თანამშრომლო უნარის გამომუშავება.პროექტში მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება,საყოფაცხოვრებო პრობლემის დამოუკიდებლად გადაჭრის უნარის განვითარება,პასუხისმგებლობის გაზიარების უნარის განვითარება.
ასაკი : მე-6 კლასი
ვადა:ორი კვირა
მოსალოდნელი შედეგები:პოსტერი,პრეზენტაცია,კედლის გაზეთი,სლაიდები.
პროექტისათვის საჭირო რესურსები:გასაზომი ხელსაწყოები სამუშაო ფურცლები.
პროექტის მსვლელობა;მოსწავლეები დაიყოფიან ჯგუფებად და შეასრულებენ სათანადო აზომვით და გამოთვლით სამუშაოებს,განსაზღვრავენ შპალერისა და საღებავის რაოდენობას, საჭირო თანხას.
პერიოდულად შევამოწმებ მოსწავლეების შესრულებულ სამუშაოებს.
მოსწავლეები მოახდენენ შესრულებული სამუშაოების პრეზენტაციას და გამოფენენ პოსტერებს.
ესგ კავშირი:მათ. VI.10.  პრობლემის გადაჭრისას მოსწავლეს შეუძლია ბრტყელი ფიგურის ფართობის გამოთვლა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·      რეალურ ვითარებაში პოულობს მართკუთხა ობიექტის (მაგალითად საკლასო ოთახის იატაკი) ფართობს და შედეგს წარმოადგენს შესაფერის ერთეულებში (მათ შორის წილადების გამოყენებით);
·      იყენებს ფართობის ადიციურობას ფართობის გამოთვლაზე პრაქტიკული ამოცანების გადასაჭრელად.
პროექტის ხელმძღვანელი:რუსუდან მაისურაძე
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:rusa.maisuradze60@gmail.com